Ortho Foot
Ortho Foot · თბილისი

იცხოვრეთ კომფორტულად, ტკივილის გარეშე.

მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკა და თქვენს ბიომექანიკაზე მორგებული ინდივიდუალური ღაბაშები.

20K+ პაციენტის ნდობა

საქართველოში 2014 წლიდან

სერტიფიცირებული სპეციალისტები

ბიომექანიკისა და პოდიატრიის ექსპერტები

თანამედროვე დიაგნოსტიკა

ბაროპოდომეტრია და ტანდეგობის 3D კვლევა

ინდივიდუალური ღაბაშები

მრავალფეროვანი არჩევანი

ტექნოლოგია

მსოფლიოში წამყვანი წარმოების 4 ტექნოლოგია

რას ვაკეთებთ

ჩვენი სერვისები

ეფექტური მკურნალობა იწყება ზუსტი დიაგნოზით. ორთო ფუთი გთავაზობთ მსოფლიოში წამყვანი, იტალიური და ავსტრიული აპარატურით ჩატარებულ ბიომექანიკურ კვლევებს.

ბაროპოდომეტრია

ტერფის ციფრული კვლევა, რომელიც ზომავს დატვირთვის გადანაწილებას როგორც დგომისას, ისე მოძრაობის პროცესში. გვეხმარება სიმძიმის ცენტრის განსაზღვრასა და ტერფის ფარული დეფექტების გამოვლენაში.

დეტალურად

სტაბილომეტრია

სხეულის რხევის ამპლიტუდისა და ბალანსის სისტემის კომპიუტერული შეფასება. აანალიზებს პოსტურალურ სტაბილურობასა და სიმძიმის ცენტრის ტრაექტორიას.

დეტალურად

ტანდეგობის 3D კვლევა

ხერხემლის, მენჯის, მხრებისა და ქვედა კიდურების პოზიციის შეფასება უახლესი LiDAR ტექნოლოგიით, რენტგენის მავნე დასხივების გარეშე. აერთიანებს პოსტურის 23 სხვადასხვა კვლევას.

დეტალურად

სიარულის მანერის კომპიუტერული ანალიზი

ნაბიჯის სიმეტრიის, ბიომექანიკური ფაზებისა და ზედმეტი დატვირთვის ზონების ზუსტი კომპიუტერული შეფასება.

დეტალურად
ინდივიდუალური ღაბაშები

უმაღლესი ხარისხის ინდივიდუალური ღაბაშები.

  • დამზადებულია ტერფის ზუსტი 3D სკანირების საფუძველზე
  • უზრუნველყოფს ტერფის დაზიანებული ბიომექანიკის აღდგენას
  • მარტივად ერგება სხვადასხვა ტიპის ფეხსაცმელს
  • ხსნის დაღლილობასა და ტკივილს
  • ხანმოკლე შეგუების პერიოდი
იხილეთ დეტალურად
EVA Classic
VimaNova
3D Performance
3D Expert
პროცესი

მომსახურების სრული ციკლი

1

კვლევა

ტერფისა და ტანდეგობის სრული გამოკვლევა უახლესი აპარატურით. ჩვენი სპეციალისტები დეტალურად შეისწავლიან თქვენს ბიომექანიკას ზუსტი სურათის მისაღებად.

2

ინდივიდუალური მიდგომა

კვლევის ციფრული მონაცემების საფუძველზე, თანამედროვე 3D ტექნოლოგიების გამოყენებით, იქმნება თქვენი ტერფის ანატომიაზე იდეალურად მორგებული ღაბაში.

3

მეთვალყურეობა

ტანდეგობისა და ტერფის მდგომარეობის პერიოდული შეფასება. მკურნალობის დინამიკის მონიტორინგი უზრუნველყოფს დასახული შედეგების მიღწევას.

გაწუხებთ რომელიმე მათგანი?

ბრტყელი ტერფიპლანტარული ფასციიტიჰალუქს ვალგუსივალგუსური დეფორმაციავარუსული დეფორმაციაქუსლის დეზიაქილევსის მყესის სიმოკლეწელისა და ზურგის ტკივილიმეტატარზალგიაკიდურების ასიმეტრიაჰაგლუნდის დაავადებაშინცის დაავადებატანდეგობის დარღვევამორტონის ნევრომამუხლის ტკივილიX-ისებრი დგომატერფის ტკივილიდაღლილობა მსუბუქი დატვირთვისასტერფის გადატვირთვა ორსულობისას
ცოდნის ბაზა

ჩვენი ბლოგიდან

მეტატარზალგია და ტერფის წინა ნაწილის ტკივილი
სტრუქტურული

მეტატარზალგია და ტერფის წინა ნაწილის ტკივილი

ტერფის წინა ნაწილში წვისა და ტკივილის შეგრძნება, რომელსაც ხშირად ფეხსაცმელში კენჭის არსებობას ამსგავსებენ, მეტატარზალგიის სახელითაა ცნობილი. ეს მდგომარეობა ძირითადად ტერფის განივი თაღის დაწევას უკავშირდება.

სრულად ნახვა
ინდივიდუალური ორთოპედიული ღაბაშის როლი ტერფის ჯანმრთელობაში
სტრუქტურული

ინდივიდუალური ორთოპედიული ღაბაშის როლი ტერფის ჯანმრთელობაში

შეიტყვეთ, თუ როგორ უწყობს ხელს ინდივიდუალური ორთოპედიული ღაბაში ტერფის მუშაობის გაუმჯობესებას, წნევის გადანაწილებასა და ბიომექანიკის კორექციას.

სრულად ნახვა
ქვედა კიდურების X-ისებრი დეფორმაცია და მისი გამომწვევი მიზეზები
პოსტურალური

ქვედა კიდურების X-ისებრი დეფორმაცია და მისი გამომწვევი მიზეზები

როდესაც დგომისას მუხლები ერთმანეთს ეხება, ხოლო ტერფები დაშორებულია, ეს ქვედა კიდურების ღერძის დარღვევაზე მიუთითებს. გაიგეთ მეტი X-ისებრი დგომის, მისი გამომწვევი მიზეზებისა და მდგომარეობის მართვის შესახებ.

სრულად ნახვა

გადადგით პირველი ნაბიჯი.

გვეწვიეთ და გაიუმჯობესეთ ყოველდღიური ცხოვრების ხარისხი.